სტუდენტებს სანოტარო მედიაციის უპირატესობა გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს სანოტარო მედიაციის თემაზე სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა. ლექციას 10 უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუნდენტები დაესწრნენ.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებთან საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული  და დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხშირად ატარებს სემინარებს სანოტარო სამართალში. 

ამა წლის პირველი ოქტომბრიდან  ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავის გადაჭრის  ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. მოდავე მხარეებს შეუძლიათ, დავა არა სასამართლოში, არამედ უფრო მარტივად და იაფად, ნოტარიუსის დახმარებით მოაგვარონ.

მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები განახორციელებენ. საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ჯერჯერობით, 170-მა ნოტარიუსმა გაიარა შესაბამისი მომზადება და მიიღო მედიატორის სერტიფიკატი. მოდავე მხარეებს  შეუძლიათ, ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსს  მიმართონ, მისი დახმარებით აწარმოონ მოლაპარაკება და შეთანხმდნენ დავის მოგვარების პირობებზე. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ ნოატრიუსი შეადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, სადაც განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი.

მედიაციის საფასური ნოტარიუსსა და მოდავე მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად განისაზღვარება.

მედიაციის პროცესი ტარდება მხარეების სურვილის გათვალისწინებით, როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, ბიუროს გარეთ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში