ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია თბილისის იუსტიციის სახლში ევროკავშირის დეგეგაციის წევრებს შეხვდა.

ევროკავშირის ექსპერტები მუშაობენ ახალ პროგრამაზე მართლმსაჯულების სექტორში, რომელიც საქართველოში 2014-2017 წლებში განხორციელდება. ევროკავშირის დელეგაცია თბილისში 2013 წლის 10 ოქტომბერს  ჩამოვიდა. მათი ვიზიტის მიზანს პროგრამის მიზნების, მიმართულებებისა და მოსალოდნელი შედეგების გაწერა წარმოადგენდა. პროგრამა უნდა მოიცავდეს  შემდეგ მიმართულებებს: მართლმსაჯულებას სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროში, შრომით უფლებებს, საკუთრების უფლებებს.

ექსპერტები შეხვდნენ ყველა შესაძლო ბენეფიციარს:  აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესთან შეხვედრის თემა იყო საკუთრების უფლება, თუმცა, არანაკლები ყურადღება დაეთმო სანოტარო მედიაციას. როგორც ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ევროკავშირის ექსპრეტები აღნიშნული თემით ძალიან დაინტერესდნენ. სანოტარო მედიაცია საქართველოში 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა და გულისხმობს სამოქალოქო დავების მოგვარებას სასამართლო განხილვის გარეშე, ნოტარიუსის დახმარებით. აღნიშნული სერვისი მნიშვნელოვნად გაამარტივებს სამოქალაქო დავების მოგვარების პროცესს და შესაბამისად, განტვირთავს სასამართლოს.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში