სამთავრობო ელექტრონული სერვისების ვებპორტალზე ელექტრონული სანოტარო რეესტრის ბმულიც განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მონაცემთა გაცვლის სააგენტომ დღეს ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა.
www.e-government.ge – ამ მისამართზე განთავსებული ვებგვერდი წარმოადგენს საქართველოს სამთავრობო ელექტრონული სერვისების ვებპორტალს, სადაც შესაბამისის კატეგორიის მომხმარებელს (მოქალაქე, მეწარმე, სახელმწიფომ მოხელე) შესაძლებლობა აქვს, მოიძიოს მისთვის საინტერესო ესა თუ ის სერვისი და სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით  ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით, ჰქონდეს ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
აღნიშნულ ვეგვერდზე განთავსებულია ერთიანი ელექტრონული სანოტარო რეესტრისა და ყალბის დოკუმენტების რეესტრის ბმულებიც.
სამთავრობო ელექტრონული სერვისების დანერგვა მოსახერხებელს ხდის მომხმარებლისა და სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთობას და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო სერვისი გამარტივებული ფორმით მიიღოს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში