მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრაზე სასამართლოს განტვირთვასა და სანოტარო მედიაციაზე ისაუბრეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დღეს  მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. მსოფლიო ბანკის მისიის წევრები თბილისში 16 ოქტომბრიდან იმყოფებიან. მათი ვიზიტის მიზანს სასამართლო სისტემაში სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვის ანგარიში წარმოადგენს.

ნოტარიუსთა პალატაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სასამართლოს განტვირთვას შეეხო.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ და გამგეობის წევრმა დავით ოყროშიძემ სტუმრებს ნოტარიატში ამ კუთხით დანერგილი სიახლეები გააცნეს. კერძოდ, ისაუბრეს სანოტარო მედიაციაზე, რომელიც საქართველოში 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. ანუ სამოქალაქო დავების გადაწყვეტა უკვე ნოტარიუსთანაც არის შესაძლებელი. ეს კი სასამართლოს განტვირთვის საშუალებას იძლება. შესაბამისად, მცირდება დანახარჯები სასამართლოში.

დღეს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი სწორედ მედიაციის მეშვეობით წყდება. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო დავების 40-50% მედიაციით გვარდება; ამერიკის შეერთებულ შტატებში  სასამართლომდე სამოქალაქო დავების მხოლოდ 5% აღწევს, გერმანიაში  - მხოლოდ 10%.

მსოფლიო ბანკის ექსტეპრებიც დაეთანხმნენ შეხვერაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნოტარიატის ფუნქციების გაზრდა პირდაპირ კავშირშია სასამართლოში დანახარჯების შემცირებასთან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში