სემინარები საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსისთვის

საქართველოში მოქმედ ყველა ნოტარიუსს, სანოტარო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზდის მიზნით, სემინარი ჩაუტარდა. სწავლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა და მოიცავდა ნოტარიატისთვის აქტუალარ თემებს:  „იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის განზოგადება“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისები“.  ნოტარიუსებმა, ასევე, გაირეს სემინარი „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“. აღნიშნულ სემინარებზე დასწრება ყველა ნოტარიუსისთვის სავალდებულო იყო. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, ნოტარიუსთათვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, ასევე, ნოტარიატში დანერგილი სიახლეებისა და  რეფორმების შესახებ, სავალდებულო სწავლებას წელიწადში ოთხჯერ ატარებს. ამასთან, სისტემატურად ტარდება სწავლება როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე, სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის ეფექტურ მომსახურებაში. სემინარების ჩატარების მიზანს სანოტარო მოსამხურების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდა წარმოადგენს.  

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში