ონლაინ რეჟიმში უკვე მინდობილობა და გარიგებაც მოწმდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მორიგ ნოვაციას გთავაზობთ. განცხადებასთან ერთად, უკვე მინდობილობის/რწმუნებულების და გარიგების ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით დამოწმებაც გახდა შესაძლებელი. 
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით სრულდება. „აქამდე ინტერნეტის მეშვეობით, მხოლოდ ნებისმიერი სახის თანხმობის შესახებ განცხადება მოწმდებოდა. აღნიშნულმა სიახლემ მოქალაქეთა, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფთა, დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან სანოტარო მოქმედების ონლაინ რეჟიმში შესრულება  მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეთა მომსახურებას, ზედმეტი ხარჯისა და დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.  ბოლოს სამ თვეში პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით 1 587 განცხადება დამოწმდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ონლაინ რეჟიმში სანოტარო მომსახურების გაფართოვება,“ - განაცხადა ხოფერიამ.
ბრიფინგზე ჟურნალისტებს მინდობილობის ონლაინ რეჟიმში დამოწმების პროცესიც აჩვენეს.
მინდობილობის/რწმუნებულების ონლაინ რეჟიმში დასამოწმებლად განმცხადებელს,  საქართველოში მოქმედ ნოტარიუსთან ერთად,   ორი მოწმის (რომელნიც არ უნდა იყვნენ სანიტარო აქტის მონაწილე მხარეები) დახმარება სჭირდება.  სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში მონაწილენი წინასწარ თანხმდებიან დროზე. დანიშნულ დროს განმცხადებელი  ონლაინ რეჟიმში უკავშირდება ნოტარიუსს, რომელთანაც იმყოფება ორი მოწმე.  სანოტარო აქტს, ნოტარიუსთა ერთად, ხელს აწერენ მოწმეებიც.
აღსანიშნავია, რომ სანოტარო მოქმედების ონლაინ რეჟიმში შესრულებისას,  განმცხადებლის პიროვნების იდენტიფიცირება  ხდება  სამოქალაქო რეესტრის ბაზაში.
რა შეეხება გარიგებას, აღნიშნული სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე სრულდება, რადგან გარიგების ინტერნეტის მეშვეობით დამოწმებას ორი ან მეტი ნოტარიუსი სჭირდება, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით სანოტარო მოქმედების შესრულება კი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არის შესაძლებელი და შესაბამისად, უცხო ქვეყანაში მოქმედი ნოტარიუსი სანოტარო აქტს ონლაინ რეჟიმში ვერ დაამოწმებს.
როცა გარიგების მხარეები სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან და საშუალება არ აქვთ, ერთ ნოტარიუსთან მივიდნენ, ისინი ნოტარიუსებს მიაკითხავენ მდებარეობის მიხედვით (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე); ნოტარიუსები, ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვებიან ერთმანეთს და გარიგების მხარეთა მონაწილეობით  თანხმდებიან გარიგების პირობებზე. მხარეები სანოტარო აქტებს ხელს აწერენ, ცალ-ცალკე,  შესაბამის ნოტარიუსებთან.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში