ქართველი ნოტარიუსი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია და გამგეობის წევრი დავით ოყროშიძე პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრთა საერთო კრებასა და კავშირის  27-ე კონგრესში მონაწილეობენ.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრთა საერთო კრებაზე, 8-9 ოქტომბერს, კავშირის ხელმძღვანელობის არჩევნები ჩატარდა. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირს უკვე ახალი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სამეთვალყურეო და გენერალური საბჭოები წევრები ჰყავს. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელობისა და წევრების არჩევნები სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. მომავალი სამი წლის განმავლობაში კავშირს დანიელ-სედარ სენგორი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ საბჭოს ქართველი წევრიც შეემატა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი დავით ოყროშიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 9 ოქტომბერს აირჩიეს. მისი კანდიდატურა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ წარუდგინდა. დავით ოყროშიძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღმავებაში. იგი  კავშირის  ევროპის საქმეთა კომისიის წევრიც იყო და ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, ასევე, მონაწილეობენ  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის 27-ე კონგრესზე, რომელიც 10 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. კონგრესის ძირითადი თემებია ყველა ქვეყნის ნოტარიატისთვის აქტუალური საკითხები:  ნოტარიუსის ფუნქციები სამემკვიდრეო და საოჯახო სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, სამოქალაქო დავების წარმოება სასამართლოს გარეშე.

კონგრესზე, ასევე, დაამტკიცებენ ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსს და რეკომენდაციის სახით, კავშირის ყველა ქვეყანას გაუგზავნიან.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საკუთარი ეთიკის კოდექსი 2011 წლიდან აქვს. მას, ქართულ კანონმდებლობასთან ერთად, ლათინური ნოტარიატის პრინციპებიც უდევს საფუძვლად.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. ქართველი ნოტარიუსები არა მხოლოდ მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, არამედ, მასპინძლობენ კიდეც.  საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია უკვე ორჯერ ჩატარდა. მომავალ წელს კი ყველაზე მასშტაბური კონფერენციის ჩატარება იგეგმება,  საქართველო ლათინური ნოტარიატის წევრ 50-მდე ქვეყანას უმასპინძლებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში