სტუდენტებს ახალი სანოტარო სერვისი-სანოტარო მედიაცია გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ. ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ მათ პალატის საქმიანობა და ნოტარიატში დანერგილი სიახლეები და რეფორმები გააცნო.

სტუდენტები განსაკუთრებით დააინტერესა ახალმა სანოტარო სერვისმა-სანოტარო მედიაციამ, რომელიც საქართველოს იუტისციის მინისტრის ბრძანებით,  2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების გამარტივებული ფორმით გადაწყვეტას გულისხმობს. დავა გვარდება ნოტარიუსის დახმარებით, სასამართლო განხილვის გარეშე.

სტუდენტებს ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში მედიაციის მეშვეობით სამოქალაქო დავების დიდი ნაწილი წყდება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული სერვისი საქართველოშიც წარმატებით დაინერგება.

სტუდენტებს  სანოტარო მედიაციის თემაზე გადაღებული სარეკლამო რგოლიც აჩვენეს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს და  უკვე 22 უნივერსიტეტთან, მათ შორის, ილიას სახელობის უნივერსიტეტთანაც, აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან სანოტარო ბიუროებში. ამასთან, პალატის წარმომადგენლები მათ სისტემატურად აცნობენ ნოტარიატში, სანოტარო კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში