ონლაინ სანოტარო სერვისებზე მოთხოვნა იზრდება

სანოტარო ონლაინ მომსახურება საქართველოში  2010 წლიდან დაინერგა  და დღემდე,  ინტერნეტის მეშვეობით, 92 201 მინდობილობა/რწმუნებულება და განცხადება დამოწმდა.

საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება. აღნიშნული სერვისის აქტუალობაზე ინლაინში დამოწმებული სანოტარო დოკუმენტაციის ყოველ წელს მზარდი სტატისტიკაც მეტყველებს.

2010 წელს ინტერნეტის მეშვეობით 6 390 მინდობილობა/რწმუნებულება და განცხადება დამოწმდა; 2011 წელს - 25 633;  2012 წელს -  32 674;  წლეულს, ცხრა თვეში,  27 504 სანოტარო მოქმედება შესრულდა.

ონლაინ სერვისები სანოტარო მომსახურების გამარტივების მიზნით დაინერგა. საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფებს, მნიშვნელოვნად გაუადვილდათ მინდობილობისა თუ გაცხადების სანოტარო წესით დამოწმება. მათ აღარ უწევთ საკონსულოსთვის მიმართვა და ბევრად მარტივად  და იაფად ახერხებენ სანოტარო მომსახურების მიღებას. კერძოდ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს მინდობილობის ან განცხადების დამოწმება, ინტერნეტის (სკაიპის) მეშვეობით  უკავშირდება ნოტარიუსს. ნოტარიუსი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ახდენს აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას და მხოლოდ ამის შემდგომ ამოწმებს სანოტარო აქტს.

2010 წლიდანვე დაინერგა გარიგების ონლაინში დამოწმების პრაქტიკა ორი ან მეტი ნოტარიუსი მონაწილეობით, ოღონდ, ეს უკვე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მაგალითად, თუკი ხელშეკრულების მხარეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ან რაიონში იმყოფებიან და ერთ ნოტარიუსთან მისვლა არ შეუძლიათ, მათ საშუალება აქვთ, მიმართონ სხვადასხვა ნოტარიუსს მათთვის ხელსაყრელ ტერიტორიაზე. ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით უკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში, დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში) და თითოეულ დოკუმენტზე  ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.

ონლაინ რეჟიმში, ასევე, შესაძლებელია სამეწარმეო და არასამეწარმეო  იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  დამფუძნებელ და მმართველ ორგანოთა კრების ოქმის დამოწმება. თუკი ორგანიზაციის რომელიმე პარტნიორი ვერ ახერხებს კრებაზე დასწრებას, მას შეუძლია, ონლაინში მიიღოს კრებაში მონაწილეობა. ნოტარიუსი, აღნიშნული პირის იდენტიფიცირების შემდეგ, ადგენს და ამოწმებს კრების ოქმს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში