რეგიონებში კიდევ სამი ნოტარიუსი დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კიდევ რვა ახალი ნოტარიუსი დაინიშნა. სამი მათგანი რეგიონებში განახორციელებს სანოტარო საქმიანობას.
წლეულს რეგიონებში უკვე 12 ახალი სანოტარო ბიურო ამოქმედდა. თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, წყალტუბო, მარნეული, ქარელი, მცხეთა, თელავი, ბათუმი, ქობულეთი, სენაკი, ბოლნისი - ეს ის რაიონები და ქალაქებია, სადაც საერთოდ არ მოქმედებდა სანოტარო ბიურო, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არასაკმარისი იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად უწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციებაში, ეხმარება მათ სანოტარო ბიუროების ტექნიკურად აღჭურვასა და კეთილმოწყობაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 247 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 53 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599