მომავალ წელს თბილისში ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელია უკრაინის ნოტარიუსთა პალატამ უკრაინის ნოტარიატის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია.
უკრაინელმა ნოტარიუსებმა ნოტარიატის 20 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს და საქართველოსთად ერთად, ევროპის რამდენიმე ქვეყნების ნოტარიატის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი პირები.
ბაჩანა შენგელიამ უკრაინელ კოლეგებს იუბილე მიულოცა და საქართველოსა და უკრაინის ნოტარიატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. საქართველოსა და უკრაინის ნოტარიატებს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2010 წელს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში უკრაინელ ნოტარიუსთა დელეგაციაც მონაწილეობდა.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდგომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან ჟან-პოლ დეკორთან და ნოტარიუსთა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტთან მიშელ მერლოტთან სამუშაო შეხვდა გამართა. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ 2014 წლის სექტემბერში, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით, თბილისში ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.
საქართველოს ნოტარიატი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წელს გახდა. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, ესწრებიან და მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს. თბილისში ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია უკვე ორჯერ ჩატარდა. მომავალ წელს დაგეგმილი კონფერენცია ყველაზე მასშტაბური იქნება და ლათინური ნოტარიატის წევრ 50-მდე ქვეყანას უმასპინძლებს
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599