სანოტარო მომსახურების საზღაური old

სანოტარო მოქმედებათა საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და მომსახურების ვადები განისაზღვრება  სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის  №507 დადგენილებით. 
 


საზღაურის
მყარი განაკვეთებით ანაზღაურდება მხოლოდ შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

1

ანდერძის დადასტურება

9 ლარი

2

ანდერძის გახსნის შესახებ ოქმის შედგენა

5 ლარი

3

ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

2 ლარი

4

დოკუმენტის თარგმანის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

1 ლარი

5

დოკუმენტის ასლისა და დოკუმენტიდან ამონაწერის სისწორის დამოწმება

თითოეული გვერდისთვის

0.5 ლარი

6

იმ დოკუმენტის ასლის გაცემა, რომელიც ინახება სანოტარო ბი­უროში

3 ლარი

7

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურება

10 ლარი

8

საზღვაო პროტესტის შესრულება

300 ლარი

9

მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

10

მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება

2 ლარი

11

დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება

2 ლარი

12

მოქალაქის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის ფაქ­ტის დადასტურება

2 ლარი

13

ნოტარიუსის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გან­ცხა­დე­ბების გადაცემა 
სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირ­თა­თვის

3 ლარი

14

განცხადების პროექტის შედგენა

1 ლარი

15

განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პი­რი­სა­თვის გადაცემის 
ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწ­მო­ბის გაცემა

2 ლარი

16

ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ქონების შეფასების გა­რე­შე

20 ლარი

17

სააღსრულებო ფურცლის გაცემა

100 ლარი

 

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების,

მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა)

საზღაურის ოდენობა 50 ლარია.

 

სხვა  სანოტარო  მოქმედებების  საზღაურის გადახდის წესი განისაზღვრება აღნიშნული  დადგენილებით

საზღაურის ოდენობა

  • იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული  წესით.
  • იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის, საზღაურის ოდენობა შეიძლება, დაწესდეს  აღნიშნული წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
  • საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
  • საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული  სამართლებრივი  კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.

 

ანაზღაურების წესი

ანაზღაურებას ექვემდებარება შემდეგი მომსახურება:

  • სანოტარო მოქმედების შესრულება;
  • დოკუმენტის პროექტის შედგენა;
  • დოკუმენტის ასლების გაცემა და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
  • სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

 ყველა სანოტარო მოქმედების საზღაურს, გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა, ემატება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში  სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის საფასური - 2 ლარი (დღგ-ს გადასახადის ჩათვლით);

დღგ-ს გადამხდელ ნოტარიუსთან  სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების საზღაურს დაემატება დღგ.

 

საზღაურის გადახდის ვადა

საზღაურის გადახადა ხდება მომსახურების გაწევისთანავე.

მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე,  ნოტარიუსი ვალდებულია,  მას წარუდგინოს  ანგარიში, სადაც დეტალურად არის გაწერილი გაწეული სანოტარო მომსახურების ღირებულება და მოქალაქის მიერ  გადახდილი თანხის ოდენობა.

 

გასაჩივრების  წესი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება  განთავსებულია ყველა სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას.

თუ პირს მიაჩნია, რომ  სანოტარო და სხვა სახის მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საზღაური არ­ა­სწორია, უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მი­მართოს სასამართლოს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში