საქართველოს ტერიტორიაზე ექვს თვეში 640 252 სანოტარო მოქმედება შესრულდა

საქართველოს ნოტარიუსებმა წლეულს ექვს თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე 640 252 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისში 336 891 სანოტარო მოქმედება შესრულდა, აღმოსავლეთ საქართველოში - 131 379; დასავლეთ საქართველოში - 43 210; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 24 685. ყველაზე მეტი, 121 443 სანოტარო მოქმედება ივნისის თვეში შესრულდა.
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე  თარგმანის სისწორის დასამოწმებლად,  ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად  მიმართავენ. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. ექვსი თვის განმავლობაში ონლაინრეჟიმში 1028 განცხადება დამოწმდა. ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დაინერგა. 
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში