ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი 2010 წელს 350-მდე მოქალაქეს მოემსახურა'

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომელი წლეულს,  ექვსი თვის განმავლობაში, 350-მდე მოქალაქეს მოემსახურა.
სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს,  ნოტარიუსთა პალატამ  2009 წლის პირველი ოქტომბრიდან დაასაქმა. იგი მოქალაქეებს საკუთარი სახლიდან ემსახურება და მათ ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედებების შესახებ არსებულ ინფორმაციას აწვდის. ანუ, მოქალაქეს, ვისაც ინტერნეტი არ აქვს,  სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონის საშულებით, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუ არა მისთვის საინტერესო სანოტარო აქტი. 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პრობაციონერების დასაქმების შესახებ,  აქტიურად გამოეხმაურა. სალომე გარუჩავას გარდა, ნოტარიუსთა პალატას ორი პრობაციონერიც ემსახურება. ისინი პალატამ 2010 წლის 10 მაისიდან კურიერებად დაასაქმა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში