ნოტარიუსთა პალატას საფრანგეთის დელეგაცია ეწვია
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ესტუმრა. ერთობლივ კონფერენციაზე მხარეებმა ქართულ სანოტარო კანონდებლობაზე, ნოტარიატისთვის აქტუალურ საკითხებსა და ამ კუთხით ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს.
კონფერენციის შემდეგ დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის ნოტარიატის თანამშრომლობასა და სისტემის განვითარების პერსპექტივებსაც შეეხო. მხარეებმა გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობაზეც ისაუბრეს. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.
23 ივლისს ნოტარიუსთა პალატაში დაწყებული კონფერენცია 24 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაგრძელდება. კონფერენციის მეორე დღე მთლიანად სტუმრებს დაეთმობა. საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გარიგებების გაფორმების საფრანგეთში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კანონდებლობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების სანოტარო წესით დამოწმების ვალდებულებას ითვალისწინებს.
ფრანგი კოლეგების რეკომენდაციები საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საფრანგეთში ვიზიტის დროსაც მიიღო. ამა წლის 22 აპრილს საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლეს საბჭოს სტუმრობდა და ქართული ნოტარიატისთვის აქტულაურ საკითხებზე საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. პალატა აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან, ესწრება და მასპინძლობს ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599