ნოტარიუსთა პალატამ სურამის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები დაასაჩუქრა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სურამის ბავშთა სახლის აღსაზრდელთა დასახმარებლად მოწყობილ აქციაში მონაწილეობდა. ნოტარიუსთა პალატასთან ერთად, სამინისტროს თითქმის ყველა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა და პროკურატურამ დღეს ბავშვთა სახლს საჩუქრები ჩაუტანეს. პატარებს ტკბილეული, ხილი, თეთრული, ლოგინი, ჭურჭელი, სასწავლო ინვენტარი და პიანინო  აჩუქეს.
სურამის ბავშთა სახლში ამჟამად 47 აღსაზრდელია. დღევანდელი საქველმოქმედო აქცია ერთჯერადი არ იქნება, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები ბავშვთა სახლის დახმარებას მომავალშიც გეგმავენ.
ნოტარიუსთა პალატა მსგავს საქველმოქმედო აქციებს სისტემატურად ატარებს. პალატის წარმომადგენლები, ტრადიციულად, საახალწლოდ და 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლსა და ხანდაზმულთა პანსიონატს საჩუქრებით სტუმრობენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში