სამართლებრივი კონსულტაცია ონლაინში 1500-მდე მოქალაქემ მიიღო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურიდიულმა სამსახურმა წლეულს ონლაინ რეჟიმში 1500-მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია. აღნიშნული სერვისი, რომელიც ნოტარიუსთა პალატაში 2010 წლიდან დაინერგა,  განსაკუთრებით კომფორტულია საქართველოს  უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მათ აღარ უწევთ ტელეფონზე დარეკვა და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონსულტაციას ყოველგვარი ხარჯის გარეშე იღებენ.

მოქალაქეები კონსულტაციებს, ძირითადად, მემკვიდრეობის მიღებასთან, მინდობილობის გაცემასთან დაკავშირებით ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან საქართველოში მინდობილობა/რწმუნებულების გაცემა ონლაინშიც არის შესაძლებელი, რაც ასევე, მნიშვნელოვნად ამარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას.

საქართველოს ნოტარიატში ელექტრონული სერვისები 2009 წლიდან დაინერგა. ამან სანოტარო მომსახურება ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გახადა. ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სანოტარო სერვისების დახვეწა-გამარტივებაზე. ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია, ასევე, განცხადების, თანხმობის დამოწმება, გარიგების გაფორმება ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე), ვიზიტის დაგეგმვა ნოტარიუსთან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში