სანოტარო სერვისები, რომლითაც ყველაზე ხშირად სარგებლობენ

ნოტარიუსს, როგორც მიუკერძოებელ და სანდო მრჩეველს, კანონმდებლობით, საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი ფუნქცია ენიჭება.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით,მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს ყველაზე ხშირად  დოკუმენტის ასლისა და ხემოწერის ნამდვილობის  დასამოწმებლად მიმართავენ. წლეულს დამოწმებულია 155 467 დოკუმენტის ასლი და 85 830 ხელმოწერის ნამდვილობა.

ასევე, საკმაოდ მაღალია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა-რწმუნებულების სტატისტიკაც. 2013 წელს დამოწმებულია 98 780 მინდობილობა-რწმუნებულება, საიდანაც 13 533 მოქმედება ონლაინ რეჟიმშია შესრულებული.

ნოტარიუსის მთავარ ექსკლუზიურ ფუქციას სამკვიდრო მოწმობის გაცემა, სამემკვიდრეო საქმისწარმოება წარმოადგენს. სამკვიდრო მოწმობა  მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. წლეულს 10 471 სამკვიდრო მოწმობაა გაცემული.

გარიგებების (იპოთეკის, ნასყიდობის, გირავნობის, სესხის... ხელშეკრულებები) დამოწმება 2007 წლიდან ნოტარიუსის ექსკლუზიურ ფუქციას აღარ წარმოადგენს, თუმცა, გარიგების გასაფორმებლად ნოტარიუსს დღესაც ხშირად მიმართავენ. მაგალითად, წლეულს სესხისა და იპოთეკის 9 925 ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით,  იპოთეკის  - 3 648 ხელშეკრულება, ნასყიდობის - 2 721 ხელშეკრულება. გარიგების  სანოტარო წესით დამოწმება ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს (კრედიტორი, მოვალე) დაცულობის  გარანტიას აძლევს, რადგან ნოტარიუსი ხელშეკრულების შედგენისას, თანაბრად იცავს გარიგების ნებისმიერი მხარის ინტერესებს, ითვალისწინებს  ყველა შესაძლო რისკს და შესაბამისად, გარიგების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში