ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება დაიწყო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირება დაიწყო. სტაჟირებას გადის 30 იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელთაც კონკურსი წარმატებით გადალახეს.
სტაჟირება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სწავლება რვათვიანია და მოიცავს ორ ეტაპს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიულ კურსზე, 5 თვის განმავლობაში, სტაჟიორები სრულყოფილად სწავლობენ სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებს, ნოტარიუსისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, მოქალაქეთა ეფექტურად და ხარისხიანად მომსახურებას. ხოლო პრაქტიკულ სწავლებას სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გადიან.
შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მომზადებას.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599