„ნოტარიატის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებები ნოტარიულად დაადასტუროს, თუკი აღნიშნულ სანოტარო აქტებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში დაარეგისტრირებს.
სემინარზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები. შეხვედრას სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნოტარიუსთა პალატამ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს სემინარი ჩაუტარა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს სემინარი ჩაუტარა. სწავლების თემა იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ დამოწმებული სანოტარო აქტების ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში დარეგისტრირების პროცესი.„ნოტარიატის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებები ნოტარიულად დაადასტუროს, თუკი აღნიშნულ სანოტარო აქტებს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში დაარეგისტრირებს.
სემინარზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები. შეხვედრას სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560