ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას აგრძელებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ნოტარიუსთა პალატამ უკვე 23-ე უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, თანამშრომლობა მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, სანოტარო სამართლის გაცნობას, ლექცია-სემინარების ჩატარებასა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკულ სწავლებას.
სანოტარო სამართლით დაინტერესებული სტუდენტები სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლების სამთვიან კურსს ყოველწლიურად გადიან. ნოტარიუსთა პალატა სტუდენტებს, ასევე, საშუალებას აძლევს, ჩაერთონ პალატის საქმიანობაში. მაგალითად, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ სანოტარო მედიაციის დასავლეთის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებული მასალების მოძიება-შესწავლაში.
ნოტარიუსთა პალატა წარმატებულ სტუდენტებს ფინანსურადაც ეხმარება. გასულ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამი სტუდენტი ნოტარიუსთა პალატისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიას იღებდა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599