საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ კერძო საპენსიო დაზღვევის პრაქტიკა დანერგა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ აპრილიდან ნოტარიუსთა კერძო საპენსიო დაზღვევა დაიწყო. როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც კერძო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა. „მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. საპენსიო დაზღვევას, სამედიცინო დაზღვევის მსგავსად, მთლიანად კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ. იმედია, საქართველოში სხვა უწყებებიც მოგვბაძავენ“, – აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსთა პალატამ ხელშეკრულება გააფორმდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“– სთან, სადაც შეიქმნა ნოტარიუსთა საპენსიო ფონდი. აღნიშნულ ფონდში  ნოტარიუსთა საერთო შემოსავლიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება და ნოტარიუსებს პენსიაში გასვლის შემდეგ პენსიით კერძო საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში