საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2010 წელს 25 500–მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2010 წლის სამი თვის განმავლობაში 25 500–მდე მოქალაქეს მოემსახურა. მათგან 9500–მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, 16 000–მდე მოქალაქეს კი ნოტარიუსთა პალატის არქივი მოემსახურა.
მოქალაქეებს კონსულტაცია, ძირითადად, სანოტარო მოქმედების საზღაურსა და ნოტარიუსისთვის წარსადგენ დოკუმენტებთან, ასევე, მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით სჭირდებათ. ამასთან, მოქალაქეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია  სანოტარო საქმიანობაში დანერგილმა სიახლემ, რომელიც პირის განცხადების (მაგალითად, მშობლის თანხმობა შვილის საზღვარგარეთ გაყვანისას ან პასპორტის აღებისას, მემკვიდრის უარი სამკვიდროს მიღებაზე...) ონლაინრეჟიმში დამოწმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეები პალატას აქტიურად უკავშირდებიან. დაინტერესებულ პირებს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ.
ნოტარიუსთა პალატის არქივს მოქალაქეები  გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლებისა და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართავენ.
დაჩქარებული მომსახურების დანერგვის შემდეგ არქივის მომსახურება უფრო ეფექტური გახდა. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალიწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო დოკუმენტი ხელსაყრელ დროს მიიღოს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში