იუსტიციის მინისტრი რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს, ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში.
ბოლო პერიოდში დანიშნული 20 ნოტარიუსიდან 9 ნოტარიუსი რეგიონებში (თიანეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, წყალტუბო, მარნეული, ქარელი, მცხეთა, თელავი, ბათუმი) ახორციელებს სანოტარო საქმიანობას. პირადად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა იმ ნოტარიუსებს, ვინც მის ინიციატივას გამოეხმაურა და სანოტარო საქმიანობის დაწყება რეგიონებში გადაწყვიტა. „ჩემი მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან მიზნად დავისახე, რომ საქართველოს ყველა რეგიონს ყოლოდა ნოტაროსი და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო სანოტარო მომსახურება. ამჟამად კიდევ არის დარჩენილი რეგიონები, სადაც მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას ვერ იღებს და ამ რეგიონებსაც მალე ეყოლება ნოტარიუსი.
იუსტიციის სამინისტროს პრინციპია სიმკაცრე, სამართლიანობა და მოქალაქეთა მომსახურების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება ნოტარიატის სისტემაზეც. ჩვენს რიგებში აღარ იქნებიან ნოტარიუსები, რომელნიც ხელყოფენ პირად საკუთრებას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამინისტრო და ნოტარიუსთა პალატა რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად შეეწყობათ ხელი სანოტარო საქმიანობაში. „ნოტარიუსთა პალატამ დღეს შეხვედრის დამსწრე ნოტარიუსებს კომპიუტერულ ტექნიკას გადასცა და მომავალშიც აქტიურად დაეხმარება სანოტარო ბიუროს ტექნიკურად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში. ნოტარიუსის გარეშე დარჩენილია კიდევ 8 რეგიონია (ვანი, ონი, ასპინძა, ცაგერი, ლანჩხუთი, მესტია, ლენტეხი და ადიგენი). ასევე, შეღავათებით ისარგებლებენ ის კანდიდატები, ვინც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებას აღნიშნულ რეგიონებში გადაწყვეტს,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ამა წლის 18 მაისს დანიშნულია ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 29 მაისს ჩატარდება სტაჟირების კონკურსი ნოტარიუსობის მსურველთათვის. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაივლის რვათვიან სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში (ან აქვს საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობის 5 წლის სტაჟი) და ჩააბარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას.
საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 240 ნოტარიუსია. იუსტიციის სამინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. შესაბამისად, 60 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შანსი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599