ქართველი ნოტარიუსები ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანების ევროპულ საქმეთა კომისის პლენარულ სხომაში მონაწილეობდა. კონფერენცია ლიტვაში, ვილნიუსში ჩატარდა. სხდომას საქართველოს გარდა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის 16 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის თემები იყო: ნოტარიატის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, საჯარო რეგისტრაციებში სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების ფუნქცია; სანოტარო საქმიანობაზე ზედამხედველობის სისტემის ევროპული პრაქტიკა; საუბარი შეეხო, ასევე, სანოტარო აქტების ელექტრონულს რეგისტრაციის პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. სანოტარო დოკუმენტაციის გამართივებული წესით წარმოების რეგულაციებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პრაქტიკა, ნოტარიატში ელექტრონული მმართველობის კუთხით ბოლო წლებში დანერგილი რეფორმები გააცნეს.

საქართველოში სანოტარო აქტების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია 2009 წლიდან დაიწყო. 2011 წლის სექტემბრიდან კი შეიქმნა სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების არქივის ელექტრონული ბაზაც.  აღნიშნული რეფორმა საფუძვლად დაედო არაერთი ელექტრონული სანოტარო სერვისის დანერგვასა და არსებულის გამარტივებას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.

საქართველო ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო შეხვედრებში და მასპინძლობენ კონფერენციებს. გასულ თვეში ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია პოლონეთსა და საფრაგეთშიც იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით და აღნიშნული ქვეყნების მიღწევებსა და გამოცდილებას გაეცნო. აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვად უწყობს ხელს ქართული ნოტარიატის სისტემის განვიტარებასა და ევროპულ მოდელზე მორგებას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში