მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორის დასამოწმებლად, ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად მიმართავენ. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. წელს სამი თვის განმავლობაში ონლაინრეჟიმში 240 განცხადება დამოწმდა. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე დაინერგა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა და გაამარტივა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.
სამი თვის განმავლობაში საქართველოში შესრულდა 303 858 სანოტარო მოქმედება, საიდანაც 240 განცხადება ონლაინრეჟიმში დამოწმდა
საქართველოს ნოტარიუსებმა 2010 წლის სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 302 858 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ – 146 381 სანოტარო მოქმედება შესრულდა, აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 66 733 სანოტარო მოქმედება, დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 42 916 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 21 071 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 25 757 სანოტარო მოქმედება. ყველაზე მეტი, 126062 სანოტარო მოქმედება, მარტის თვეში შესრულდა.მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორის დასამოწმებლად, ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად მიმართავენ. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. წელს სამი თვის განმავლობაში ონლაინრეჟიმში 240 განცხადება დამოწმდა. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინრეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 20 იანვრის ბრძანების საფუძველზე დაინერგა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა იმის გასაანალიზებლად გახდა საჭირო, თუ მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა და გაამარტივა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560