ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოების უკეთ დაცვას.

ნოტარიუსთა პალატასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო ნოტარიუსთა პალატას გადმოსცემს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან მოქალაქეთა მონაცემებს.

როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, ნოტარიუსი, ნებისმიერი სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ამოწმებს მონაწილე პირთა ქმედუნარიანობას მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გადამოწმება განსაკუთრებით აქტუალურია გარიგებების გაფორმების დროს. აღნიშნული ელექტრონული ბაზის შექმნა ნოტარიუსს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სანოტარო საქმიანობას. შესაბამისად, გამარტივდება მოქალაქეთა (მათ შორის ქმედუუნარო მოქალაქეების) ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაც.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში