„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ახალი ინსტრუქცია ამოქმედდა

2010 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ახალი ინსტრუქცია, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა „ნოტარიატის შესახებ“ ახალ კანონთან.
კერძოდ: ახალი ინსტრუქციის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული სანოტარო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულია მის მიერ შესრულებული ყველა სანოტარო მოქმედება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ერთიანი ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოება 2009 წლის 23 მარტიდან დაიწყო და საქართველოს მასშტაბით ერთიანი ელეტრონული რეესტრი 2009 წლის 17 აგვისტოდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის პირველი აპრილიდან ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრს დაემატა სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები და, ასევე,  ანდერძების რეესტრი, სადაც რეგისტრირებულია ანდერძი, ანდერძის გაუქმების აქტები და სხვა მოქმედებები, რომელიც დაკავშირებულია ანდერძთან.
სამამეკვიდრეო საქმეთა და ანდერძების რეესტრების წარმოება ხელს უწყობს „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების ამოქმედებას, რომლის თანახმად, 2010 წლის პირველი აპრილიდან  მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის შესახებ განაცხადის შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან შეუძლება.
შესაბამისად, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ნოტარიუსი თვითონ ირჩევს.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვარულია ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და ამონაწერების გაცემის წესი, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი „სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ კანონთან. აღნიშნული კანონში შესული ცვლილების თანახმად,  გასული წლის დეკემბრიდან ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეთა დაჩქარებული მომსახურების პრინციპზე გადავიდა. დაჩქარებული მომსახურება მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო დოკუმენტი დროულად მიიღოს.
ინსტრუქციაში ასახულია, აგრეთვე, განცხადების კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით დამოწმების წესი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. აღნიშნული ბრძანების თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეს ნებისმერი სახის თანხმობის, ასევე, მემკვიდრეობის მიღებაზე უარის ნოტარიულად დამოწმება, ონლაინრეჟიმში, ვიდეოთვალის მეშვეობით, შეუძლია.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში