სანოტარო მომსახურება გამარტივდა

2010 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა ორი საკანონმდებლო სიახლე, რომელსაც „ნოტარიატის შესახებ“კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, აღნიშნული სიახლეები მოქალაქეთა სწრაფ და ეფექტურ მომსახურებაზეა ორიენტირებული.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დღეიდან მოქალაქეს საშუალება ექნება, სამკვიდრო მოწმობა ნებისმიერ ნოტარიუსთან მიიღოს. თუკი აქამდე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა მოქალაქეს მხოლოდ საკუთარ უბანში მდებარე სანოტარო ბიუროში შეეძლო, ნოტარიატის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება.
„აღნიშნული საკანონმდებლო სიახლის ამოქმედებას ხელს შეუწყობს სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონული რეესტრი. ნოტარიუსთა პალატამ პალატის სანოტარო არქივსა და მოქმედი ნოტარიუსების სანოტარო ბიუროებში  არსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანდერძები ელექტრონულ ბაზაში აღრიცხა. ელექტრონულ სანოტარო რეესტრში განთავსდა ამომწურავი ინფორმაცია  მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა,“ – განაცხადა ნინო ხოფერიამ. 
პირველი აპრილიდან ამოქმედებული მეორე საკანონმდებლო ცვლილება  მოქალაქეს საშუალებას მისცემს სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ  ამიერიდან მოქალაქეს  შეუძლია, ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობა მოითხოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს.
როგორც ნინო ხოფერიამ განმარტა, აღნიშნული სიახლე მოქალაქეებს ზედმეტი ხარჯისა და დროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში