ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, არის საქართველოს ნოტარიატის მართვის უმაღლესი ორგანო. საანგარიშო კრებაზე სამ წლის ვადით ირჩევა პალატის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე. პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და გამგეობის წევრები: ლალი გზირიშვილი, მარიამ გოგვაძე, ლელა გაზდელიანი და დავით ოყროშიძე გასული წლის მარტში ჩატარებულ კრებაზე აირჩიეს.
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრებაზე სამი წლის ვადით ირჩევენ, აგრეთვე, პალატის საფინანსო–სარევიზიო და დისციპლინური კომისიის წევრებს. საფინანსო-სარევიზიო კომისია არის ნოტარიუსთა პალატის კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას; ხოლო სადისციპლინო კომისიის ფუნქციაა პალატის კომპეტენციაში არსებული სადისციპლინო საკითხების განხილვა.
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრება გაიმართა
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრებას, რომელიც 27 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, 165 ნოტარიუსი დაესწრო. კრებაზე განიხილეს ნოტარიუსთა პალატის, ასევე, პალატის საფინანსო–სარევიზიო და დისციპლინური კომისიების 2009–2010 წლების საქმიანობის ანგარიშები; დამტკიცდა ნოტარიუსთა პალატის ახალი წესდება, საბიუჯეტო ფონდების შესახებ დებულება და 2010–2011 წლების ბიუჯეტი. ამასთან, განიხილეს ნოტარიუსთა პროფესიული დაზღვევის საკითხი, რაც ნოტარიუსის მიერ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, არის საქართველოს ნოტარიატის მართვის უმაღლესი ორგანო. საანგარიშო კრებაზე სამ წლის ვადით ირჩევა პალატის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა და გამგეობის თავმჯდომარე. პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და გამგეობის წევრები: ლალი გზირიშვილი, მარიამ გოგვაძე, ლელა გაზდელიანი და დავით ოყროშიძე გასული წლის მარტში ჩატარებულ კრებაზე აირჩიეს.
ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრებაზე სამი წლის ვადით ირჩევენ, აგრეთვე, პალატის საფინანსო–სარევიზიო და დისციპლინური კომისიის წევრებს. საფინანსო-სარევიზიო კომისია არის ნოტარიუსთა პალატის კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას; ხოლო სადისციპლინო კომისიის ფუნქციაა პალატის კომპეტენციაში არსებული სადისციპლინო საკითხების განხილვა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560