საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ეროვნულმა არქივმა უძველესი დოკუმენტაცია გადმოსცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მის ტერიტორიულ ორგანოებში დაცული სანოტარო დოკუმენტაცია გადმოსცა. დოკუმენტაციის რაოდენობა შეადგენს 200 474 სანოტარო საქმეს. მათგან ყველაზე ძველი სანოტარო აქტი 1868 წლით არის დათარიღებული. გადმოცემული დოკუმენტაციიდან მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანდერძები აისახება ელექტრონულ ბაზაში.
ნოტარიუსთა პალატში დაწყებულია პალატის სანოტარო არქივში განთავსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვის პროცესი. პალატის არქივში არსებული მონაცემთა ბაზა მოიცავს 1950  წლიდან 2009 წლამდე პერიოდში არსებულ შესაბამის სანოტარო დოკუმენტაციას. 
ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში განთავსდება ამომწურავი ინფორმაცია  მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან  უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულ პროცესში ჩართულია ყველა მოქმედი ნოტარიუსი.
სამემკვიდრეო საქმეებთან დაკავშირებული მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა მომსახურებას. ამასთან, ნოტარიატის შესახებ  კანონპროქტის მიხედვით,  მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება. ამის საშუალებას  კი  სამემკვიდრეო  საქმეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა  იძლევა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში