ქართველი ნოტარიუსები საერთაშიროსი კონფერენციაზე ნოტარიატში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებენ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია (ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ლალი გზირიშვილი, გამგეობის წევრები: ნარგიზა ჯანხოთელი და ხათუნა კალანდარიშვილი) მონაწილეობს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებისთვის დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც 14-15 მარტს ბერლინში ტარდება. საქართველოს დელეგაცია ევროპის კომისიისა და გერმანიის ნოტარიუსთა ასოციაციის მიწვევით გაემგზავრა. კონფერენციის თემაა: „სამოქალაქო ნოტარიუსების როლი სამართლებრივი სისტემის მხარდასაჭერად“.
კონფერენცია მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს ნოტარიუსთა თვითადმინისტრირებისა და მათი სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის თაობაზე. შეხვედრაზე ნოტარიუსებთან ერთად, მონაწილეობენ მოსამართლეები, პროკურორები და სხვა სამართლებრივი ექსპერტები.
შეხვედრის მონაწილე თითეული ქვეყნის დელეგაცია წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ ქვეყანაში ნოტარიატის როლისა და განვითარების თაობაზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ისაუბრებს საქართველოში ნოტარიატის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სიახლეებზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა, აქტიურად მონაწილეობს ყველა საერთაშორიო შეხვედრაში და მასპინძლობს საერთაშორიო კონფერენციებს. უცხოელ კოლეგებთან აქტიური ურთიერთობა, ინფორმაციისა და გამოცდილების პერმანენტულად გაცვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ნოტარიატის განვითარებაში.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599