თებერვალში 99396 სანოტარო მოქმედება შესრულდა

საქართველოს ნოტარიუსებმა გასულ თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე  99396 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან  თბილისის ნოტარიუსების მიერ – 48904  სანოტარო მოქმედება შესრულდა,  დასავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 13283, აღმოსავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ  -21561, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ  -  7301, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 8347 სანოტარო მოქმედება.
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე  თარგმანის სისწორის დასამოწმებლად,  ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად  მიმართავენ.
ნოტარიუსთა პალატამ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა 2007 წლის აპრილიდან დაიწყო, რის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა გაანალიზება, მოქალაქეებს ყველაზე ხშირად რა სახის მომსახურების გაწევა სჭირდებათ.
2009 წლის 23 მარტიდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში