იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის შეკრება გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის შეკრება გაიმართა. ჯგუფს  იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, ნოტარიუსთა პალატის,  აღსრულების  ბიუროსა და  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეები.

შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემების იდენტიფიცირების საკითხზე იმუშავეს. კერძოდ, სამუშაო ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილებით, აღირიცხება ყველა პრობლემური იპოთეკური სესხი და დადგინდება პრობლემის მასშტაბები, რის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი საკითხის მოგვარების შესაძლო მექანიზმებზე იმსჯელებს. პირველ რიგში, შემუშავდება კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც  კერძო იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმებისას  მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.  

დღევანდელ შეხევდრაზე ჯგუფის გაფართოების შესახებაც იმსჯელეს, მასში შევლენ როგორც საბანკო სექტორის ექპერტები, ისე - საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, რათა სამუშაო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათი პოზიციები მოისმინოს, შეაჯეროს და გონივრული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის  შექმნის ინიციატორი საქართველოს იუსტიციის მინისტრია. თეა წულუკიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე მიიღო. როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხები საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს, დიდია იმ ოჯახების რიცხვიც, რომელთაც უიმედო სესხების გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის მიზანი სწორედ ასეთი ოჯახების დახმარება,  მდგომარეობის შემსუბუქებისათვის ოპტიმალური გზების მოძებნა და პრობლემური იპოთეკური სესხების პრევენციაა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში