აღნიშნული სიახლე „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ განაპირობა. დასახელებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამ რაოდენობის დადგენის დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ამჟამად, საქართველოს სანოტარო ბიუროთა ერთიან სანოტარო რეესტრში 217 ნოტარიუსი და ნოტარიუსის შემცვლელი პირი ირიცხება. მათ მიერ გასული წლის განმავლობაში 1 214 926 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ 596 435 სანოტარო მოქმედება შესრულდა, დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 143 904 სანოტარო მოქმედება, აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 265 790 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 92 109 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 116 688 სანოტარო მოქმედება.
პირველი აპრილიდან ნოტარიუსად დანიშვნის უფლება 300–მდე ნოტარიუსს ექნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა თანამდებობების რაოდენობა განისაზღვრა - 2010 წლის პირველი აპრილიდან ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება მაქსიმუმ 300 ნოტარიუსს ექნება.აღნიშნული სიახლე „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ განაპირობა. დასახელებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვრება ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ამ რაოდენობის დადგენის დროისთვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ამჟამად, საქართველოს სანოტარო ბიუროთა ერთიან სანოტარო რეესტრში 217 ნოტარიუსი და ნოტარიუსის შემცვლელი პირი ირიცხება. მათ მიერ გასული წლის განმავლობაში 1 214 926 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ 596 435 სანოტარო მოქმედება შესრულდა, დასავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 143 904 სანოტარო მოქმედება, აღმოსავლეთ საქართველოს ნოტარიუსების მიერ - 265 790 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 92 109 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 116 688 სანოტარო მოქმედება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560