საკანონმდებლო ცვლილებები ნოტარიატის სისტემის განვითარების მიზნით

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, ნოტარიატის სისტემის განვითარებისა და მისი ევროპული  მოდელთან მორგების მიზნით,  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება.

საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში ყველა მსურველი  ნოტარიუსი მიიღებს მონაწილეობას. დაბა ბაკურიანში დაიწყო ნოტარიუსთა სამუშაო შეხვედრები, რაც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სემინარების ერთ-ერთი მთავარი თემაა  გარკვეული გარიგებების მიმართ, რომლებზეც კანონით სანოტარო ფორმის დაცვა აუცილებელი არ არის, სანოტარო ფორმის დაცვის სავალდებულობის შესახებ შესაბამისი არგუმენტების შემუშავება და ინიციატივის სახით მისი წარმოდგენა.

ცვლილებები შეეხება რეგიონებში ნოტარიუსის თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნისა და წახალისების წესსაც. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინივიატივით, იმ რეგიონებში, სადაც სანოტრო ბიურო არ მოქმედებს, ნოტარიუსის დანიშვნა პრიორიტეტად მიიჩნევა.  სანოტარო მომსახურება საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ასევე, რეგიონში დანიშნულ ნოტარიუსსაც უნდა ჰქონდეს მუშაობის მოტივაცია.

ასევე, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. დაგროვილია არაერთი საკითხი, რაც ნოტარიუსების მხრიდან ერთიანი მიდგომის შემუშავებას საჭიროებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში