ნოტარიუსთა პალატამ რეგიონებში ახლადდანიშნულ ნოტარიუსებს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

2012 წლის დეკემბერში დანიშნული ათი ნოტარიუსიდან ხუთი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაინიშნა. იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტს მაღალმთიანი და დაბალშემოსავლიანი რეგიონების მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამჟამად, სანოტარო ბიუროს გარეშე დარჩენილია კიდევ 11 რაიონი. 

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, დაწესდება გარკვეული შეღავათები, რათა რეგიონებში ნოტარიუსებს მუშაობის მოტივაცია გაუჩნდეთ. როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ განაცხადა,  ნოტარიუსთა პალატა მათ დაეხმარება სანოტარო ბიუროს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.

ამა წლის გაზაფხულზე იგეგმება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების ჩატარება. ნოტარიუსთა პალატა მაღალმთიან რეგიონებში ნოტარიუსობის კანდიდატებს სწავლის ხარჯების გაწევაშიც დაეხმარება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში