იანვარში 77400 სანოტარო მოქმედება შესრულდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვრის თვეში საქართველოს ტერიტორიაზე 77400 სანოტარო მოქმედება შესრულდა. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ – 38229 სანოტარო მოქმედება, აღმოსავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 17199 სანოტარო მოქმედება, დასავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ  - 10143 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ  - 5044 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ -  6785 სანოტარო მოქმედება.
მოქალაქეები სანოტარო ბიუროებს, უმეტესად, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე  თარგმანის სისწორის დასამოწმებლად,  ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დასამოწმებლად  მიმართავენ.
2009 წლის 23 მარტიდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში