დაინტერესებულ პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ. მოქალაქეებს რჩევები, ძირითადად, მემკვიდრეობის მიღებასთან, სანოტარო მოქმედების საზღაურსა და ნოტარიუსისთვის წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით სჭირდებათ. ამასთან, მოქალაქეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სანოტარო საქმიანობაში დანერგილმა სიახლემ, რომელიც პირის განცხადების (მაგალითად, მშობლის თანხმობა შვილის საზღვარგარეთ გაყვანისას ან პასპორტის აღებისას, მემკვიდრის უარი სამკვიდროს მიღებაზე...) ონლაინრეჟიმში დამოწმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეები პალატას აქტიურად უკავშირდებოდნენ.
ნოტარიუსთა პალატის არქივს მოქალაქეები გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლებისა და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართავენ.
დაჩქარებული მომსახურების დანერგვის შემდეგ არქივის მომსახურება უფრო ეფექტური გახდა. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო დოკუმენტი ხელსაყრელ დროს მიიღოს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იანვარში 8500–მდე მოქალაქეს მოემსახურა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2010 წლის იანვარში 8500–მდე მოქალაქეს მოემსახურა. მათგან 3000–მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, 5500–მდე მოქალაქეს კი ნოტარიუსთა პალატის არქივი მოემსახურა.დაინტერესებულ პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ. მოქალაქეებს რჩევები, ძირითადად, მემკვიდრეობის მიღებასთან, სანოტარო მოქმედების საზღაურსა და ნოტარიუსისთვის წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით სჭირდებათ. ამასთან, მოქალაქეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სანოტარო საქმიანობაში დანერგილმა სიახლემ, რომელიც პირის განცხადების (მაგალითად, მშობლის თანხმობა შვილის საზღვარგარეთ გაყვანისას ან პასპორტის აღებისას, მემკვიდრის უარი სამკვიდროს მიღებაზე...) ონლაინრეჟიმში დამოწმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეები პალატას აქტიურად უკავშირდებოდნენ.
ნოტარიუსთა პალატის არქივს მოქალაქეები გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლებისა და სამკვიდრო მოწმობის მისაღებად აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართავენ.
დაჩქარებული მომსახურების დანერგვის შემდეგ არქივის მომსახურება უფრო ეფექტური გახდა. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალისწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო დოკუმენტი ხელსაყრელ დროს მიიღოს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560