ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს ეყოლება

მესტიას მალე ნოტრიუსი ეყოლება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მესტიაში ნოტარიუსის დანიშვნის აუცილებლობაზე სვანეთში სტუმრობისას ისაუბრა.

თეა წულუკიანის განცხადებით, სვანეთში დღემდე არ არის ნოტარიუსი, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს სანოტარო მომსახურების მისაღებად სხვა რაიონში გამგზავრებას აიძულებს.

„მესტიას დიდი ხანია, ნოტარიუსი არ ჰყავს.  ჩვენ წელს დავისახეთ მიზნად, ყველა იმ რაიონში, სადაც ამ დრომდე ნოტარიუსი არ არის, აუცილებად წარვგზავნოთ. შესაძლოა, დაგვჭირდეს გარკვეული შეღავათების დაწესება მაღალმთიანი და ნაკლებადშემოსავლიანი რაიონებისთვის, რათა ნოტარიუსებს გავუჩინოთ აქ მუშაობის სურვილი და მოტივაცია. თუ ხალხი აქედან იმის გამო წავიდა, რომ ელემენტარული პრობლემების მოგვარება და ადგილზე ყველა აუცილებელი მომსახურების გაწევა ვერ შევძელით, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. სვანეთი უნდა შევინარჩუნოთ ძლიერი და ამისთვის იუსტიციის სამინისტრო ყველა აუცილებელ ღონისძიებას გაატარებს", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად, მესტიის მოსახლოებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და  სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად 233 ნოტარიუსი მოქმედებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა.  შესაბამისად, 67 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს შანსი, გახდეს ნოტარიუსი. ამა წლის გაზაფხულზე კვლავ იგეგმება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება.

საქართველოს იუტიციის სამინისტრო და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პრიორიტეტად მიიჩნევენ ნოტარიუსის ვაკანტური თანამდებობის დაკავებას მაღალამთიან რეგიონებში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის.  ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის კანდიდატებს დაეხმარება სწავლის ხარჯების გაწევაში და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ სანოტარო ბიუროს მოწყობასა და სანოტარო საქმიანობის ეფეტურად განხორციელებაში.

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას სისტემატურად შეხვდებიან და ინფორმაციას მიაწვდიან.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში