ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში გერმანელი ექსპერტი საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს გერმანელი ექსპერტი, ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო ინსტიტუტის  პროფესორი იან აიკელბერგი ეწვია. იგი ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრთან ორდღიან საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს.  ვიზიტის მიზანს  სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის ხელშეწყობა და  გერმანიის სანოტარო სისტემის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. იგი უზრუნველყოფს  ნოტარიუსობის მსურველ  პირთა სტაჟირებასა და ნოტარიუსთა გადამზადებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი ექსპერტი, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს რეკომენდაციებს შესთავაზებს.

ვიზიტი საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში სანოტარო სისტემის რეფორმის მხარდაჭერას ითვალისწინებს.  მემორანდუმის საფუძველზე, უკვე  განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი  ღონისძიება  - ჩატარდა ტრენინგები ნოტარიუსებისთვის სანოტარო მედიაციში მოსამზადებლად; ამა წლის 16,17 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ნოტარიატში“, სადაც გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნოტარიატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ;  ამა წლის დეკემბერში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში