საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი გასულ წელს 5 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი 2009 წლის განმავლობაში 5 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა. ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტები და გაიცემა ამ აქტების დამოწმებული ასლები. ამასთან, არქივი გასცემს ინფორმაციას სამკვიდრო მოწმობის მისაღებად  აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ.
2009 წლის დეკემბრიდან არქივის მომსახურება უფრო ეფექტური გახდა, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ნოტარიუსთა პალატის არქივი მოქალაქეებს დაჩქარებული წესით ემსახურება. აღნიშნული სიახლე მომხმარებელთა ინტერესებს ითვალიწინებს და მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო მომსახურება ხელსაყრელ დროს მიიღოს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურების საფასური  განცხადების შეტანის დღესვე 30 ლარია, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი, 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში