ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებს კიდებ 13 ნოტარიუსი შეემატა. ნოტარიუსთა პალატის თავმჯომარემ ბაჩანა შენგელიამ დღეს მათ დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

როგორც ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, ნოტარიატის სისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, უფრო ხარისხიანი და ეფექტური გახდა სანოტარო მომსახურება, გაიზარდა ნოტარიუსთა ფუნქციური დატვირთვა. „კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების დამატება სანოტარო მომსახურების ხარისხს კიდევ მეტად გაზრდის,“ - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ.

ამჟამად საქართველოში 236 ნოტარიუსი მოქმედებს. 32 მათგანი  2012 წელს დაინიშნა. იუსტიციის მინისტრის ბრძნებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა, შესაბამისად, 64 იურიდიული განათლების მქონე პირს კიდევ აქვს ნოტარიუსად დანიშვნის შანსი.

ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება, დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში