წლევანდელ რთველში შეძენილი ყურძნისგან ნოტარიუსთა პალატამ ღვინო ჩამოასხა და 200 ლიტრი „საფერავი“ ხანდაზმულებს გადასცა. საჩუქარი, განსაკუთრებით, პანსიონატის ბინადარ მამაკაცებს მოეწონათ. თავშესაფრის დარბაზში შეკრებილმა ხანდაზმულებმა სტუმრების საპატივცემულოდ ფორტეპიანოზე დაუკრეს და მათ საკუთარი ნაკეთობები გადასცეს საჩუქრად.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატთან აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა საერთაშორისო დღეს, პალატის წარმომადგენლები პანსიონატის საპატიო წევრებიც გახდნენ, პალატამ პროფესიული დღე ხანდაზმულებთან ერთად აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.
ნოტარიუსთა პალატამ პანსიონატს თავშესაფრის ბინადართა ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის დაკაბადონებისთვის თანხაც გადაურიცხა.
ნოტარიუსთა პალატამ ხანდაზმულები „საფერავით“ დაასაჩუქრა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და „საფერავით“ დაასაჩუქრა.წლევანდელ რთველში შეძენილი ყურძნისგან ნოტარიუსთა პალატამ ღვინო ჩამოასხა და 200 ლიტრი „საფერავი“ ხანდაზმულებს გადასცა. საჩუქარი, განსაკუთრებით, პანსიონატის ბინადარ მამაკაცებს მოეწონათ. თავშესაფრის დარბაზში შეკრებილმა ხანდაზმულებმა სტუმრების საპატივცემულოდ ფორტეპიანოზე დაუკრეს და მათ საკუთარი ნაკეთობები გადასცეს საჩუქრად.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატთან აქტიურად თანამშრომლობს. მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ნოტარიუსთა საერთაშორისო დღეს, პალატის წარმომადგენლები პანსიონატის საპატიო წევრებიც გახდნენ, პალატამ პროფესიული დღე ხანდაზმულებთან ერთად აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.
ნოტარიუსთა პალატამ პანსიონატს თავშესაფრის ბინადართა ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის დაკაბადონებისთვის თანხაც გადაურიცხა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560