ნოტარიუსებმა პროფესიული დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა პროფესიული დღე, ტრადიციისამებრ, საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. პალატის წარმომადგენლები კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს ეწვივნენ და აღსაზრდელებს ტკბილეული, გასართობი სასრიალო და სამედიცინო ინვენტარი გადასცეს.
7 ნოემბერს ნოტარიუსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. იგი ქრისტიანულ დღესასწაულს - წმინდა მოწამეების მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღეს უკავშირდება. ისინი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს.
ნოტარიუსთა პალატა საქველმოქმედო ღონისძიებებს ხშირად აწყობს. აქტიურად თანამშრომლობს ბავშვთა სახლებსა და ხანდაზმულთა თავშესაფრებთან, ასევე, ეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.
წმინდა მოწამეების მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ნოტარიუსთა პალატამ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისიც გადაიხადა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599