ქართველმა ნოტარიუსებმა უცხოელ კოლეგებს საქართველოში სანოტარო მედიაციის პერსპექტივა გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. შეხვედრის თემა იყო: „არბიტრები და მედიატორები ეროვნული და საერთაშორისო დავების მოგვარებაში“.

ქართული წარმომადგენლობის ბაქოში ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) დააფინანსა.  ნოტარიუსები დავით ოყროშიძე და შორენა ხაინდრავა კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ და უცხოელ კოლეგებს საქართველოში სანოტარო მედიაციის  პერსპექტივა გააცნეს. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების თამახმად, ნოტარიუსს მედიატორის უფლება მიენიჭა სამემკვიდრეო, სამეზობლო, საოჯახო... დავების შემთხვევაში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნული სერვისის პრაქტიკაში დასანერგად  მუშაობს. GIZ-ის მხარდაჭერით, იგეგმება მედიატორი-ნოტარიუსების მოსამზადებლად სემინარები, პრაქტიკული სწავლება, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტები ჩაატარებენ.

სანოტარო მედიაცია მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში უკვე აპრობირებული, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმაა. დაზარალებულ მხარეს აღარ უწევს სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებს, ამასთან, მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით და ნოტარიუსი, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს სააღსრულებო ფურცელს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში