საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არსებული მონაცემთა ბაზა მოიცავს 1950 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში არსებულ შესაბამის სანოტარო დოკუმენტაციას.
ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში განთავსდება ამომწურავი ინფორმაცია მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა.
მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღწერის პროცესში ჩაერთვება საქართველოში ყველა მოქმედი ნოტარიუსიც, რომელთა სანოტარო ბიუროებში არსებული მონაცემები, ასევე, განთავსდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.
სამემკვიდრეო საქმეებთან დაკავშირებული მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა მომსახურებას. ამასთან, ნოტარიატის შესახებ კანონპროქტის მიხედვით, მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება. ამის საშუალებას კი სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა იძლევა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სამემკვიდრეო საქმეთა ელექტრონულ არქივს ქმნის
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაიწყო პალატის სანოტარო არქივში განთავსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვის პროცესი.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არსებული მონაცემთა ბაზა მოიცავს 1950 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში არსებულ შესაბამის სანოტარო დოკუმენტაციას.
ელექტრონულ სანოტარო პროგრამაში განთავსდება ამომწურავი ინფორმაცია მამკვიდრებლებისა და იმ მემკვიდრეების თაობაზე, რომელთაც სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით ან უკვე მიღებული აქვთ სამკვიდრო მოწმობა.
მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღწერის პროცესში ჩაერთვება საქართველოში ყველა მოქმედი ნოტარიუსიც, რომელთა სანოტარო ბიუროებში არსებული მონაცემები, ასევე, განთავსდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.
სამემკვიდრეო საქმეებთან დაკავშირებული მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეთა მომსახურებას. ამასთან, ნოტარიატის შესახებ კანონპროქტის მიხედვით, მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან შეეძლება. ამის საშუალებას კი სამემკვიდრეო საქმეთა ერთიანი ელექტრონული ბაზა იძლევა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560