სანოტარო ბიუროებში ნოტარიუსის თანაშემწეობის კანდიდატთაგან 12 დასაქმდა

2012 წლის მარტიდან ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებლად სწავლება დაიწყო. მოსამზადებელი კურსები წარმატებით 25-მა უმაღლესი განათლების მქონე პირმა გაიარა. მათი მონაცემები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე მდებარე ელექტრონულ ბაზაში და ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს. 12 მათგანი უკვე სანოტარო ბიუროებში მუშაობს.

სწავლების კურსი, პროფესიულ სწავლებასთან ერთად, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო უნარების განვითარებასაც მოიცავს. შესაბამისად, სწავლების მიზანი სანოტარო ბიუროების სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდაა. ამასთან, სასწავლო ცენტრში სისტემატურად ხორციელდება სანოტარო ბიურობში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადება.

ნოტარიუსის თანაშემწის მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება უახლოეს მომავალშიც იგეგმება.