ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისს იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში მიიღებთ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებას დღეიდან მოქალაქეები მხოლოდ იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეჩებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაცია ინახება. აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული ასლები მოქალაქეებს ესაჭიროებათ ნოტარიუსთან, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში წარსადგენად.
2011 წლამდე აღნიშნული დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების მიღება მოქალაქეებს მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის არქივში შეეძლოთ. გასულ წელს შეიქმნა ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების სრულყოფილი ელექტრონული ბაზა, რამაც მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას შეუწყო ხელი. მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და პალატის არქივის მომსახურების მიღება, პალატის არქივის პარალელურად, უკვე სანოტარო ბიუროებში და იუსტიციის სახლებშიც გახდა შესაძლებელი.
თბილისის იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ კი მოქალაქეებს ნოტარიუსთა პალატის არქივში მოსვლა აღარ მოუწევთ, ყოფილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტების დამოწმებული ასლები მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და ასევე, სანოტარო ბიუროებში.