სანოტარო ბიუროებში კიდევ რამდენიმე სტუდენტი დასაქმდა
დღეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბაჩანა შენგელიამ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუნდეტებს სერტიფიკატები გადასცა.
მათ სანოტარო ბიუროებში სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს. პრაქტიკის დასრულების შემდეგ ორი მათგანი დასაქმდა.
„სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლების გარდა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლეს სასწავლებლებთან თანაშრომლობისა და სტუდენტთა დასაქმების კუთხით, კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ნოტარიატის სისტემაში წლეულს 20-მდე სტუდენტი დასაქმდა,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
სამი სტუდენტი, საზაფხულო არდადეგებზე სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, ნოტარიუსთა პალატაში მუშაობდა.
სანოტარო ბიუროებში დასაქმებულები არიან ის
სტუდენტებიც, ვინც ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა ერთთვიანი კურსები გაიარეს.
ნოტარიუსის
თანაშემწეთა
მომზადება
ნოტარიუსთა
პალატის
სასწავლო
ცენტრში
2012 წლის
გაზაფხულიდან
დაიწყო
და
პერმანენტულად
გრძელდება.
კურდამთავრებულთა მონაცემები რეგისტრირებულია
ნოტარიუსთა
პალატის
ვებგვერდზე
განთავსებულ
ელექტრონულ
მონაცემთა
ბაზაში.
ნოტარიუსები,
საჭიროების
შემთხვევაში,
თანაშემწეებს
აღნიშნული
ბაზიდან
არჩევენ.
ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსებზე საბუთების მიღება ამა წლის
სექტემბრიდან კვლავ იგეგმება.
ნოტარიუსთა პალატამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდიაც დაუნიშნა. სტუდენტები სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ. ისინი ნოტარიუთა პალატასთან თანამშრომლობენ და სანოტარო მედიაციის დანსანერგად მოსამზადებელ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი.